Archives

არასასურველი თმის მოშორება

 თმის მოცილების ორი მეთოდი არსებობს: დეპილაცია (თმის მექანიკური მოცილება, რომელიც არ ეხება თმის ბოლქვს ფოლიკულს) და ეპილაციარასასურველი თმის მოშორებაა (რომელიც აზიანებს უშუალოდ თმის ფოლიკულს, საიდანაც იზრდება თმა).

გაღიავება

ლაზერული

▫ ფოტოეპილაცია

▫ ელექტროეპილაცია

▫ ბიოეპილაცია

▫ ნემსით

▫ პინცეტით

 ▫ ცვილით- ბოდი-შუგარინგი

▫ აფხრეწვა სპეციალური ნარევებით

▫ დეპილატორით

▫ ეპილატორით

▫ სხვა ხალხური საშუალებები თმების დასაცვენად

ცვილის საშუალებით ცვილით თმების მოშორების შემდეგ მეტად ნაკლები თმა ამოდის, უფრო სუსტი ტექსტურის, ანუ თმის ღერო თხელდება გაითვალისწინეთ: შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ ალერგია, შესაძლოა ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ მცირედად დაგაყაროთ ახევის ადგილას

ცვილის დამზადება სახლის პირობებში

თმების მოსაშორებელი ცვილის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი. აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. გააგრილეთ მასა და და ჩხირის საშუალებით წაისვით ფეხზე გარკვეულ მონაკვეთებში. სჯობს აიძროთ კანის პატარ-პატარა მონაკვეთებზე

ყველაზე უმტკიკნვეულო პროცედურაა თმის მოშორება კრემ დეპილატორით საჭიროა მხოლოდ წაისვათ კრემი სასურველ ადგილებში, დაელოდოთ გარკვეული ხანი და მოიშოროთ კრემი სპეციალური ჯოხით. არანაირი ტკივილი თუ რაიმე მგრძნობელობა კრემი იღებს მხოლოდ თმი მოზრდილ ნაწილებს. ანუ ის არ ამოიღებს მცირედ ბუსუსებს! რამოდენიმე პროცედურის შემდეგ თმის სტრუქტურა თხელდება და მცირდება მისი ქიმიური შემადგენლობა არ არის მავნე. თინეიჯერ გოგონებს ურჩევენ პირველი თმის მოშორებას სწორედ ეპილატორით და არავითარ შემთხვევაში მამა-პაპური ბრიტვით! რომელიც ამსხვილებს, ამუქებს და ახშირებს თმის ღეროს რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ალერგია დეპილატორ კრემზე თავდაპირველად წაისვით ის ხელის გარკვეულ მონაკვეთზე. დააკვირდით დეპილაციის შემდეგ მოერიდეთ რამოდენიმე საათით მზის სხივებს შეგიძლიათ დაიხმარიოთ სპეციალური კრემები, რომლებიც ანელებენ თმის ამოსვლას

ეპილატორი

ელექტრო ხელსაწყო, რომელიც მრავალი წვრილი თავით – რომლებიც პინცეტის ეფექტით მოქმედებენ თმა ამოყავს სრულად ძირიანად პროცედურა მცირედად მტკინვეულია. არის ეპილატორები ცივი ეფექტითი, რაც ტკივილს ამცირებს თმა არ ამოდის 2-3 კვირის მანძილზე. საუკეთესო საშუალებაა სახლის პირობებში თმის მოსაცილებლად

ფხრიწები წებოვანი ფხრიწები.

მეტნაკლებად მტკინვეული პროცედურა. ცივი-მშრალი პლასტირები, რომლებითან უმთავრესად ამუშავებენ ფეხებს

როგორ მოვიშოროთ თმები ხელებიდან

ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მოიპარსოთ! თმის ჩაბრუნება, ახალი ღეროს გამუქება, გამსხვილება და გახშირება გარანტირებული გექნებათ. თუკი ღია ფერის კანი გაქვთ და თმების სტუქტურა თხელია, შეგიძლიათ თმა ხელზე გაიღიავოთ პერეკისით ანუ წყალბადის ზეჟანგით 5-10% იანი ხოლო თუკი თმის ღეროები სქელი და უხეშია შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი დეპილაციისთვის, ანუ დეპილატორი. პროცედურა უმტინვეულოა, თუმცა რეზულტატი არც თუ ისე ხანგრძლივი. თმა ხელახლა 1 კვირაში ამოვა. როდესაც შენიშნავთ პატარა ბუსუსებს კვლავ წაისვით კრემი. რჩევა: დეპილატორით თმების მოშორების შემდეგ, რაც სპეც. ჩხირით მოიშორებთ კრემს და ჩამოიიბანთ ხელებს დაიმუშავეთ გასუფთავებული ადგილი რბილი სკრაბით! რათა კარგად ჩამოაცილოთ ’გაჩხერილი’ თმის ღეროები. თუმცა ნუ გააღიზიანებთ კანს! თუკი გსურთ ხელები დარჩეს გლუვი დიდხანს მაშინ უნდა გამოიყენოთ ’ვოსკი’ ანუ ცვილი. რეზულტატი 4 კვირამდე. მცირედად მტკინვეული პროცედურა. მის გაკეთებაში დაგეხმარებათ სპეციალისტი. მიაკითხეთ სალონს. ან შეგიძლიათ გაიკეთოთ სახლში ცხელი თუ ცივი ცვილით რჩევა: ფრთხილად იყავით ცვილის სახლში გაკეთებისას თუ გამზადებულის გაცხელებისას. არ დაიწვათ. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი ცვილი. ცვილით თმის აფხრეწვის გამეორება მოგიწევთ რამოდენიმეჯერ. ყოველ ჯერზე თმა შემცირდება და შესუსტდება. ახალი პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა თმა გაიზარდოს საშუალოდ 2 სანტიმეტრზე

ცვილით თმის მოშორება იღლიის ზონაში თუ ინტიმურ ადგილებში დასაშვებია, თუმცა არა რეკომენდირებული. ყველაფერი ინდივიდუალურია. შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული და ხომა რ გაქვთ ზედმეტად მგრძნობიარე კანი.

შეიძლება თუ არა ინტიმური ადგილებიდან თმების მოშორება კრიტიკულ დღეებში

”შეიძლება” – გვპასუხობთ ნიუ-იორკის სპა სალონის ხელმძღვანელი. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა და ეს პროცედურა უფრო მტკინვეული იქნება. პროცედურის დაწყებამდე შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი ინტიმურ ადგილებში კანის გაღიზიანების შემთხვევაში გამოიყენეთ კრემი გიდროკორტიზონით. ის შეამცირებს შესიებას და გაღიაზიანებას. ხოლო თუკი ეს უბრალოდ თქვენი კანის ამაღლებული მგრძნობელობის ბრალია პროცედურაზე მისვლამდე წინა ღამით წაისვით ლოსიონი გკილოლევის მჟავით ან ალფა-გიდროკსიდომით

როგორ მოვიშოროთ თმა ე.წ. საულვაშე ზონიდან

ვოსკი და დეპილატორი – აქაც საუკეთესო საშუალებაა თმის მოსაშორებლად. ისინი თმას ძირიანად იღებენ. ახალი თმა კი უფრო შესუსტებული ამოდის

თუკი გეფხანებათ გაპარსვის შემდეგ

შესაძლოა პრობლემა ჩაბრუნებულ თმაში იყოს. ორგანიზმი ჩაბრუნებულ თმის ღეროებს არიქვამს როგორც ინფექციას და ამოქმედებს მიმდებარე ზონაში თეთრ სისხლძარღვთა დაბოლოებებს, რაც გაღიზიანებას იწვევს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სალიცინის მჟავა ან დაიმუშავეთ კანი სკრაბით მეორე მიზეზი – მცირე ალერგიული ფონი. კრემ დეპილატორები შეიცავენ თმის ფოლიკულების დამშლელ ნივთიერებებს. რის შედეგადაც კანის ქვეშიდან თმას ’აგდებს’. დარწმუნდით, რომ კარგად ჩამოიშორეთ კრემი! ასევე შესაძლოა უბრალოდ კანი გამოგიშრათ და გამოიყენეთ დამატენიანებელი ზეთები თუ ლოსიონები. ასევე არსებობს სპეციალური საშუალებები ანტიბაქტერიული ეფექტით

რამდენად უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია

დღესდღეობით ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია მეტად განვითარდა. არსებობს ლაზერი, რომელიც თმას სამუდამოდ აშორებს. ის მოქმედებს მარტივად: ის აქრობს თმის ფოლიკულებს, რაც აუცილებელი ნივთიერებაა, რომ თმა ხელახლა ჩამოყალიბდეს! პროცედურა 2 საათამდე გრძელდება და რეზულტატი 1-2 თვემდე გასტანს. პროცედურის გამეორება საჭიროა 3-5 ჯერ. 2 თვიანი ინტერვალებით ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა ანუ ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. იგი ითვლება თმების მოშორების ეფექტურ საშუალებად, მაგრამ ერთი სეანსით თმებისგან საბოლოოდ განთავისუფლება შეუძლებელია, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თმების სიხშირესა და სტრუქტურაზე. თუკი თმა ჩაგიბრუნდათ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ტიპის საპარსის გამოყენების შემდეგ. როდესაც ახალი ამოსული თმა არასწორი მიმართულებით იზრდება და ისევ კანში ბრუნდება ამოსული თავით – ეს არის თმის ჩაბრუნება. თმის ამოტრიალება შეგიძლიათ ნემსის წვერით. ასევე შეიძლება სკრაბით თუ უხეში ღრუბელით კანის დამუშაბებისას თმა გასწორდეს. თუკი დასივდა დეზინფიცირებული ნემსის თავით ცადეთ თმის ამოყვანა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გაწყვიტოთ ან არ გადაჭრათ თმა! ეს გამოსავალი არ არის. საჭიროა ჩაბრუნებული თავის ამოყვანა. თუკი თმა სისტემატიურად გიბრუნდებათ დარწმუნდით თქვენი აპარატის (ეპილატორის) სისწორეში. თმა აუცილებლად მოიცილეთ, აიხიეთ, ჩამოიფხიკეთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით

ეპილაციის შემდეგ თმა იზრდება არათანაბარი სისწრაფით ეს მოსალოდნელია. ეპილაცია გაიკეთეთ ყოველთვის გარკვეული იტნერვალით

09ce35441203 hp65_zoom veet-lotion-in-shower1

თმის ნიღაბი,ლუდის მარგებლობა თმისთვის

images11631358769212 SNF02FITGG_280_723762a ლუდი კალოცჰეროგორ გამოვიყენოთ ლუდი, თმისთვის სასარგებლო რომ იყოს? თმის მოვლისა და გაჯანსაღებისათვის კიდევ რას გვირჩევთ?

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ლუდის ხარშვა დაიწყო, ამ საუცხოო სითხის არაერთი სამკურნალო თვისება იქნა აღმოჩენილი და გამოკვლევებით დადასტურებული. ლუდს ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისი ორთქლი და აბაზანები მეტად სასარგებლოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. თუ გაძლიერებული ოფლდენა გაწუხებთ, თბილ წყალს 2 ლიტრი ლუდი დაამატეთ და ასეთ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაწექით. აბანოში გავარვარებულ ქვებს ლუდს ასხამენ – მისი ორთქლი კანს ხავერდოვნებას სძენს. ლუდით თმის დახვევა ვარცხნილობის ფიქსაციის ძველისძველი და, რაც მთავარია, ყველაზე “ეკოლოგიური” მეთოდია.

დღეს ლუდის საფუძველზე არაერთი შამპუნი და თმის კონდიციონერი მზადდება. ლუდის შეზელა, გარდა იმისა, რომ თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ელასტიკურობას ანიჭებს, ხელს უშლის ცვენას. ამ მიზნით თბილი ლუდი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოთ თმის ძირებში. ინტენსიური მასაჟის შემდეგ სასურველია თმა მთლიანად გაიჟღინთოს ლუდით, 20-25 წუთის შემდეგ კი თავზე თბილი წყალი უნდა გადაივლოთ. თავის დაბანის შემდეგ ლუდის გადავლება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ქერტლი აწუხებს. ლუდში შემავალი კომპონენტები კვებავენ თმის ძირებს, ღერებს, თავის კანს, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას, აჯანსაღებენ თმას, საოცარ ბზინვარებასა და ხიბლს სძენენ მას.

…..გთავაზობთ თმის მოვლის რამდენიმე რეცეპტს:

* კარგად ათქვიფეთ კვერცხი და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში.

* მშრალი თმისთვის რეკომენდებულია დაბანის შემდეგ თაფლიანი წყლის გადავლება: ერთ ჭიქა წყალს ერთი სადილის კოვზი თაფლი უნდა შეურიოთ. თაფლი არბილებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას.

* ცხიმიან თმაზე დაბანის შემდეგ სასურველია ლიმონიანი წყლის გადავლება (ერთი ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალზე).

 * ქერტლის მოსაცილებლად შეათბეთ ზეითუნის ან ქოქოsის ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეიზილეთ ლიმონის წვენი და 30 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით.

* მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნის ან შირბახტის ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს.

* ნამდვილი ინა თმის საუკეთესო ბუნებრივი კონდიციონერია. ის ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, არბილებს, ელასტიკურობას, ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს ღერებს. ინის ფხვნილს დაამატეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, 2 კვერცხი და ცოტაოდენი ხაჭო. მიღებული მასა წაისვით თმაზე, 30 წუთს გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ.

* სასურველია, დაბანის შემდეგ თმაზე ულუმბოს თესლის ნაყენი გადაივლოთ (მცენარის თესლი წყალში მთელი ღამით გააჩერეთ, დილით კი გადაწურეთ). კარგია საათას ყვავილების ნაყენიც. სასურველია, წყალში ჩაყრამდე ყვავილები ხელით დააქუცმაცოთ. თუ გრილ წყალში ჩაყრით, მთელ ღამეს დატოვეთ, თუ ცხელში – 3-4 საათს. ნაყენის გადაწურვისას გაფუებული ყვავილები კარგად გამოწურეთ.

წყარო: mkurnali.ge

ავტორი: თინათინ გოცაძე

ბოსტნეულის ნიღბები თმასაც უხდება

[presa.ge]

ლამაზი თმა ქალბატონების სავიზიტო ბარათია.

გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხურ მეთოდებს:

– 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 0,5 ლიტრი ღვინის ძმარი, ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი საპნის გამოუყენებლად.
– დაიბანეთ თმები სუროს ნაყენით.
– წყალში გახსენით თეთრი ქვიშა და ამით დაიბანეთ თმები. შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გამელოტებულ ადგილზე წაისვით რგოლებად დაჭრილი ოდნავ შემწვარი ლიმონი.

თმის ძირების გასამაგრებლად:

– თითო წილ მრავალძარღვას, სალბისა და ჭინჭრის ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ შავი პურის გული. თბილი ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში, მერე თავზე დაიფინეთ პოლიეთილენის პაკეტი და ზემოდან თავსაფარი წაიკარით. ნარევი გაიჩერეთ 2 საათი. შემდეგ თმაზე გადაივლეთ თბილი წყალი და გაიშრეთ.
– მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააციეთ და გადაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით.
– ხახვის წვენი და თაფლი დააყენეთ წყლით, დაუბანელ თავზე გადაივლეთ (თმა გახშირდება).
– დანაყული ნიორის ქერქი გაგლისეთ ზეითუნის ზეთში. აურიეთ კარგად და წაისვით თავზე. (თმა ამოვა).
– ასევე კარგია თმის ამოსასვლელად იის ზეთი. ზეითუნის ზეთში დაჭყლეტილი, არომატული ყვავილი ჩაყარეთ და დადგით მზეზე 20 დღე. შემდეგ გამოწურეთ.
– მშრალი კანის შემთხვევაში თავი უნდა დაიბანოთ უსაპნოდ, თბილი წყლით, შემდეგ მსუბუქი მასაჟით შეიზილოთ 10–15 წუთის განმავლობაში სუფრის მარილი და ჩამოიბანოთ წყლით. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 6–ჯერ.
– თმის ცვენის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ნარევი: – 1 წილი კონიაკი, 4 წილი თავიანი ხახვის წვენი, 6 წილი ბარკავას ნახარში (1 სუფრის კოვზი ბალახი ადუღებული 1 ჩაის ჭიქა წყალზე) შეიზილეთ კვირაში ერთხელ.
– მოსალოდნელი გამელოტებისას შეგიძლიათ სვიის გირჩების ნახარში გამოიყენოთ. შვიის გირჩები უნდა შეაგროვოთ აგვისტო–სექტემბერში, მათ სრულ მომწიფებამდე. 1 ჩაის ჭიქა სვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 30 წუთი. გაციების შემდეგ შეიზილეთ თავის კანში.

თმის გასამაგრებლად

ერთ მუჭა კომშის ფოთოლს დაასხით 1ჩაი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 45 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ და თავზე გადაივლეთ.
ბანანისა და თაფლის ნიღაბი თმის ძირებს ამაგრებს
დაჭყლიტეთ 1 ბანანი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი დაღერღილი ხორბალი და 50 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით სუფთა, ტენიან თმაზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ის განსაკუთრებით მარგებელია დაზიანებული და დამწვარი თმისათვის. თაფლი ღერებს ბზინვარებას მატებს, ბანანი ატენიანებს, ხოლო ხორბლის მარცვლები, რომლებიც ვიტამინებით არის მდიდარი, თმას კვებავს.

ნიღაბი თხელი, სუსტი თმისთვის

აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5–2 თვის განმავლობაში.

ნიღაბი თხელი, მსხვრევადი თმისთვის

აიღეთ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი; 1 ჩაის კოვზი არყის ხის ფოთლების ნაყენი; 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთს, ცოტა შეათბეთ და შეიზილეთ თავის კანსა და თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 30–40 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.

კარტოფილის ნიღაბი

თმის ცვენის შესაჩერებლად ეფექტურია კარტოფილის ნიღაბი. აიღეთ ერთი ცალი დიდი ზომის კარტოფილი, გახეხეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი და 20 გრამი თაფლი. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოიცვით და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი თმაზე ორი საათი გაიჩერეთ, მერე ჩამოიბანეთ და თავი ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ მანამ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

კომბოსტოს ლოსიონი

თმის ძირებს ძალზე კარგად კვებავს ეგრეთ წოდებული კომბოსტოს ლოსიონი. მის მოსამზადებლად აიღეთ კომბოსტო და ოხრახუში თანაბარი პროპორციებით. დაასხით 300 გრამი ადუღებული წყალი. მომზადებული ნაყენი 6 საათი გააჩერეთ და დაბანამდე 30 წუთით ადრე კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.

ცხიმიანი თმებისთვის

შეიზილეთ ლიმონის წვენი სუფთა თმის ძირებში და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მბზინავი და დამჯერი თმა

ეს ნიღაბი თმებს მატებს ბზინვარებას, ხდის დამჯერს და საგრძნობლად ალამაზებს. ამისათვის დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი კონიაკი, აბუსალათნის ზეთი და ლიმონი. კარგად აურიეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი, შემოიხვიეთ პირსახოცი და 4 საათი გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი ეფექტურია, თუ მას კვირაში ერთხელ გაიკეთებთ.

სამკურნალო ნიღაბი

1 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაბანამდე 15 წუთით ადრე კარგად შეიზილეთ.

თმის სწრაფი ზრდისთვის

გათქვეფილ 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ათი წვეთი ვიტამინი (ზეთოვანი ხსნარი) და 50 გრამი სპირტი ან არაყი. მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ და ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი. გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ კეთდება. ერთი თვის განმავლობაში.

აღმდგენი

კვირაში ერთხელ თმაზე დაიდეთ 150 გრამი იოგურტი და შემთბარი პირსახოცი შემოიხვიეთ. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.

ფაფუკი თმები

200 გრამი დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრა ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე, თავდახურული 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 4–5 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. გადაწურეთ და გადასავლებ წყალში ჩაუმატეთ (200 მილილიტრი – 2 ლიტრზე), გადაივლეთ დაბანის შემდეგ.images

ნიღბები მშრალი კანისათვის

[presa.ge]

068ee2ebc14d 93e66a4d66ca ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით რგებს დამარბილებელი, დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველი ნიღბები, რომლებიც მას ვიტამინებისა და ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში ეხმარება. სპეციალისტები ხშირად ზეთოვან ნიღბებსაც გვირჩევენ. ზეთის ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეთისხილის, ატმის ან ნუშის). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ. კვერცხის გულის, თაფლისა და ზეთის ნიღაბი: კვერცხის გული ერთ ჩაის კოვზ თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან (ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ) ერთად ათქვიფეთ, წაისვით სახეზე, 20-30 წუთით დაიტოვეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბი გამოაცოხლებს და ნათელ ფერს მისცემს კანს. კვერცხის ნიღაბი: ერთი კვერცხი კარგად ათქვიფეთ და სახეზე წაისვით. 10 -15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამობანეთ და მკვებავი კრემი გადაისვით. ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ: რაკი მშრალ კანს ნაოჭების გაჩენისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა შემოგთავაზოთ ნიღაბი, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს. 30 გრამი ფუტკრის ცხელი ცვილი, 30 გრამი თაფლი და 30 გრამი ხახვის წვენი ერთმანეთში აურიეთ და ფაიფურის ჯამში კარგად ათქვიფეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, წაისვით სახეზე, 25 წუთს გაიჩერეთ და რასაც კანი არ შეიწოვს, ქაღალდის რბილი ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ. ეს ნიღაბი 10 დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. დაიმახსოვრეთ: ნიღბების ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. კარგი იქნება, თუ ნიღაბს კვირაში ორჯერ გაიკეთებთ და კანს მეტისმეტად არ გადატვირთავთ. ასევე, გაითვალისწინეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე იმ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ მიერ რეკომენდებული ნიღბის შემადგენლობაშია ნახსენები.

მამაკაცების შეხედულებები თანამედროვე მოდურ ტენდენციებზე

a10377 a17204არსებობს ტანისამოსი, რომლებსაც ქალბატონები მხოლოდ იმიტომ ანიჭებენ უპირატესობას, რათა საკუთარი პარტნიორები გააბრაზონ. არსებობს ტენდენციები, რომლებიც მამაკაცებს არ მოსწონთ, ან უბრალოდ არ სიამოვნებთ, როცა თავიანთი მეწყვილე მათთვის მიუღებელ ტანისამოს ანიჭებს უპირატესობას. ქვემოთ კი ჩამოთვლილია რამდენიმე მათგანი. ეს ტენდენციები შესაძლოა ქალბატონისთვის მამაკაცის ყურადღების მისაქცევად საუკეთესო „იარაღად“ იქცეს.

უნისექსი…

უნისექსის სტილი – 2012 წლის ერთ-ერთი პოპულარული მოდური ტენდენცია. ძლიაერი სქესის წარმომადგენლებს უყვართ მიმზიდველი, ქალური და ელეგანტური ქალბატონები. ტანისამოსი კი, რომელსაც უნისექსის სტილი მოიცავს, არ არის მამაკაცებისთვის მიმზიდველი. მათ არ უყვართ ზედმეტად მამაკაცური ქალბატონები, სანამ ძლიერი სქესის წარმომადგენელი ქალბატონის სულიერ სამყაროს გაეცნობა, მანამდე მთავარ როლს ვიზუალური მხარე თამაშობს, ამიტომ ქალბატონებო, ეცადეთ მსგავს სტილზე თქვენთვის სასურველი მამაკაცის გაცნობამდე უარი თქვათ.

წითელი ტუჩის საცხი…

წითელი ტუჩის საცხი მამაკაცებში ქალისადმი ლტოლვას იწვევს – ეს არის საზოგადოდ ჩამოყალიბებული აზრი, რეალურად კი მსგავს ტენდენცია სრულებითაც არ იზიდავთ მამაკაცებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წითელი ტუჩის საცხი მამაკაცს ქალისთვის მხურვალე კოცნაზე უარს ათქმევინებს. შეიძლება ითქვას, რომ მაკიაჟის ეს ელემენტი, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აშინებთ.

გადაპარსული თავი…

როგორც ზევით აღვნიშნეთ, მამაკაცებს ელეგანტური ქალბატონები იზიდავთ. კარგად მოვლილ თმას კი ნამდვილად შესწევს ძალა, მამაკაცის ყურადღება მიიპყროს. სწორედ ამიტომ, ქალბატონებო გადაპარსულ თავზე უარი თქვით, თუნდაც ზაფხულის ცხელ დღეებში.

მაღალი ქუსლები…

მამაკაცებს არ იზიდავთ ყველა ტიპის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. უფრო მეტიც, მათში გარკვეულ გაღიზიანებასაც კი იწვევს ზედმეტად ექსტრავაგანტული ფეხსაცმელი. მათში ინტერესს, უბრალო ვიზუალის მქონე ტანისამოსში გამოწყობილი ქალბატონი უფრო აღძრავს, უბრალო მაგრამ მოდური და თვლიან, რომ ტანისამოსმა კი არ უნდ გაალამაზოს ქალბატონი, არამედ პირიქით, ბუნებრივი სილამაზე არ უნდა დაფაროს მოდურმა ტენდენციებმა.presa.ge

2012 წლის მოდური სტანდარტების შესაბამისი მაკიაჟი

ძალიან კარგია, როცა ქალი მოდური სამყაროს ახალ სტანდარტებს ფეხს უწყობს. მოდურ სტანდარტებსა და ტენდენციებში კი ტანისამოსთან და აქსესუარებთან ერთად, მაკიაჟიც ერთიანდება. ამიტომ, ურიგო არ იქნება მიმდინარე წლის წესებზე თუ ვისაუბრებთ მაკიაჟთან დაკავშირებით.

წითელი ტუჩის საცხი- მას მოდური სამყარო არასდროს ივიწყებს…

წითელი ტუჩის საცხი, ერთადერთი ტენდენციაა, რომელიც არასდროს არ ეწერება მივიწყებულთა სიაში. რა თქმა უნდა მაკიაჟის ეს პუნქტი მეტად მოთხოვნდი და პრეტენზიულია და მისი მოხმარება ყოველდღიურად არ არის სასურველი. წითელი ტუჩის საცხი იდელურად უსვამს ხაზს ქალბატონის სახის ნაკვთებს. ამავდროულად კარგად წარმოაჩენს მის ნაკლებსაც, ამიტომ სანამ ამ საცხზე შეაჩერებთ არჩევანს, მანამდე კარგად დაფიქრდით საკუთარი სახის მონაცემებზე.

თვალის შავი ფანქარი…

თვალის შავი ფანქარი შეგიძლიათ მიმდინარე სეზონზე თამამად გამოიყენოთ. აუცილებელია ამ ნივთით თქვენი თვალების სილამაზეს გაუსვათ ხაზი. შესაძლოა გადამეტებულმა ცდამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს, ზედმეტს ნუ მოსთხოვთ ამ ნივთს, უბრალოდ მიჰყევით თქევნი თვალების ფორმას და ნუ ეცდებით ამ კრიტერიუმის შავი ფანქრით შეცვლას.

ოვალური წარბები…

მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური მომრგვალო ფორმის წარბებია. ეცადეთ უარი თქვათ სქელ წარბებზე, ზაფხულს ეს ტენდენცია აღარ შეესაბამება. არც ზედმეტად წვრილი წარბებია იდეალური, საშუალო დონე დაიჭირეთ და თქვენი სახის წარმოჩენას უნიკალურად შეძლებთ.

ვარდისფრად შეფაკლული ღაწვები…

მაკიაჟის გამოყენება ისე უნდა შეგეძლოთ, რომ სახეზე ზედმეტი არაფერი გეტყობოდეთ. „უჩინარი მაკიაჟი“? რა თმქა უნდა იდეალურია. ღაწვების შეფაკვლაც ისე უნდა მოახერხოთ, რომ კონტექსტიდან არ ამოვარდეთ. ვარდისფერი ღაწვები ნებისმიერი სეზონისთვის არის მისაღები.presa.ge

მაკიაჟი მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს

[presa.ge]
სათვალე ბევრი ქალისათვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ჩარჩო და ფორმა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად. სათვალის სწორად შერჩეული ფორმა და ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას, ხოლო მაკიაჟი – უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით.
სათვალემ უნდა მოახდინოს ცხვირის ზომის კორექტირება: თუ სათვალებს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას.
მაკიაჟის გაკეთებისას პირველი წესია: თვალის მაკიაჟი ჰარმონიაში უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ფერთან და ტონირებულ მინებთან. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია მხედველობის დეფექტზე. ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის დადების სხვადასხვა ვარიანტით:
თუ თქვენ მყვირალა ფერის ჩარჩო გაქვთ, არ არის საჭირო ფერების დამატება ჩრდილებით, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ წამწამებს – გააკეთეთ აქცენტი მათზე. თუ საერთოდ ყავისფერ ტუშს იყენებთ, სცადეთ შავი. წამწამებს, რომ მოცულობა შემატოთ, გამოიყენეთ მოცულობის მიმცემი ტუში და წაისვით იგი წამწამების ძირებიდან – ბოლომდე. თვალებზე დაიდეთ ნაზი, პასტელური ტონების ჩრდილები, უარი თქვით პერლამუტრზე. თუ მეტალის ჩარჩო გაქვთ, მაკიაჟი შესრულებული უნდა იყოს ძალიან ნაზ ფერებში.
ისინი, ვინც კუს ან რქისაგან დამზადებულ ჩარჩოებს ატარებენ, უნდა იპოვონ დრო, რომ კორექტირება გაუკეთონ წარბების ფორმებს და შეღებონ ისინი, თუ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ წარბებმა და თვალებმა განსაზღვრონ თქვენი სახე, და არა სათვალის ჩარჩომ. დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა დამოკიდებულია ჩარჩოს ფერზე, ფორმაზე და მასალაზე. ჩარჩოს არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ წვრილი და ღია ფერის ჩარჩო «ამსუბუქებს» სახეს, ხოლო სქელი და მუქი – ხაზს უსვამს მის ინდივიდუალობას. ჩარჩოს ზედა ხაზი უნდა იმეორებდეს წარბების ფორმას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სათვალის მინებმა შეიძლება გაზარდოს, ან დააპატარაოს თვალის ზომა. ამ თავისებურების გამო მაკიაჟის ინტენსივობა იცვლება.
მაკიაჟი ახლომხედველთათვის სათვალე ახლომხედველთათვის ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ამიტომ მაკიაჟმა უნდა გაადიდოს იგი. თვალები სქლად შეიღებეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ტუში. წამწამებისათვის გამოიყენეთ სპეციალური მაშები.
მაკიაჟის შესრულების ტექნიკა:
ზედა ქუთუთოზე დაიდეთ ღია ტონალობის ჩრდილები, ხოლო წარბების ქვეშ – შედარებით მუქი. წამწამებისათვის გამოიყენეთ შავი ან ყავისფერი ტუში. ხაზი გაუსვით თვალის გარე კუთხეებს შავი ან ყავისფერი ფანქრით.
შემოხაზეთ თვალები ნაცრისფერი ფანქრით, თვალის კუთხესთან გააფართოვეთ ხაზი და გააბაცეთ. ხაზის ზემოთ, ნაკეცამდე, დაიდეთ ღია ყავისფერი ჩრდილები. ქვედა ქუთუთოზე შემოავლეთ იგივე ნაცრისფერი ფანქრით წვრილი ხაზი. სქლად შეიღებეთ წამწამები და წარბებიც შეისწორეთ შავი ფანქრით.
მაკიაჟი შორსმხედველთათვის
ამ ადამიანებისათვის განკუთვნილი მინები თვალს ამობურცულ იერს აძლევს. ეს თავისებურება გასათვალისწინებელია მაკიაჟის გაკეთებისას. თვალები უფრო სუსტად და ნატურალურად უნდა შეიღებოთ, რომ ძალიან არ გამოჩნდეს გადიდებული ლინზების ქვეშ. უკეთესია გამოიყენოთ მშვიდი, პასტელური ტონები.
კარგად გამოჩნდება დანისლული, ნაცრისფერი, მუქი ყავისფერი ფერები. კაშკაშა, ან პერლამუტრის ჩრდილები შორსმხედველი მინებისათვის არ გამოდგება. ეს წესი ეხება მათაც, ვინც უპირატესობას მეტისმეტად მუქ ტონებს ანიჭებს, მაგალითად ლურჯს, შავს ან ყავისფერს. შორსმხედველთათვის განკუთვნილი სათვალე ვიზუალურად ადიდებს თვალებს, და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თვალები ძალიან ახლოსაა ცხვირთან. ამიტომ მაკიაჟმა ოდნავ უნდა გაზარდოს მანძილი მათ შორის.
მაკიაჟის შესრულების ტექნიკა:
თვალის ზედა კუთხე უნდა გააფორმოთ ძალიან ღია ჩრდილებით. შუა ქუთუთოდან ზედა გარეთა კუთხემდე დაიდეთ მუქი ჩრდილები (ყავისფერი, მუქი ოქროსფერი). კონტურის ფანქრით შემოხაზეთ ზედა და ქვედა ქუთუთოების შიდა ხაზები. მაკიაჟი მსუბუქი უნდა იყოს, რადგან კოსმეტიკის ფენა კარგად გამოჩნდება სათვალის ქვეშ. წამწამები უმჯობესია შეიღებოთ მხოლოდ ნაწილობრივ, ბოლოებთან. თვალზე შემოვლებული ხაზი უნდა იყოს ძალიან წვრილი, ან კარგად გაბაცებული.
ამას გარდა, უნდა გაითვალისწინოთ, სათვალის მინები ძალიან ფანტავს თვალის მაკიაჟის შეფერილობას, ამის გამო, აქცენტი გადაიტანეთ ტუჩებზე. ტუჩის მაკიაჟს დაუთმეთ საკმაო ყურადღება. ტუჩები უნდა იყოს მკაფიოდ შემოხაზული, რაც შეეხება ტუჩის საცხს, უკეთესია გამოიყენოთ არა გამჭვირვალე ფერები, არამედ სქელი ტექსტურის საცხი.presa.gea20101 50bdff78b0d3ac547bdaca1995d4b22e 1312970522_satvale-qali

ფაქტები, რომლებიც ქალებს ნაადრევად აბერებენ

1 – ნაადრევი გაჭაღარავება. თმის ადრეულ ასაკში გათეთრება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

2 – ნაოჭებიანი ყელი. კანი ყელზე ძალიან თხელი და ნაადრევი დაბერებისაკენ ყველზე მეტად მიდრეკილია.

3 – მოუვლელი ხელები. ქალის ნამდვილს ასაკს ხელები გასცემენ. ამიტომ, ხელის კანს განსაკურებული და მუდმივი მოვლა ესაჭიროება.

4 – ასაკისათვის შეუფერებელი ტანისამოსი.

5 – თვალისმომჭრელი მაკიაჟი. ნათელი, მრავლისმომცველი მაკიაჟი მოწიფული ქალბატონებისთვისაა დამახასიათებელი.

6 – „ბებოს“ სუნამო. თუ ახალი არომატი ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებთ, თითქოს ასაკოვანი ხართ და დისკომფორტს გიქმნით, უმჯობესია, არ გამოიყენოთ.

7 – ნაოჭები. მათი მოშორება სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, თუ თავს დროულად მოუვლით. მოიხმარეთ მზისგან დამცავი კოსმეტიკა.

8 – სიმსუქნე. არასწორი კვება ფიგურაზე შესაბამისად აისახება.

9 – ძლიერი რუჯი. მუქი ფერის კანი ქალბატონებს ასაკს მატებს. უნდა გახსოვდეთ, რომ მზის აბაზანების მიღება ორგანიზმის დაბერებას აჩქარებს.

10 – სახის დაღლილი გამომეტყველება. მოწყენილ თვალებსა და მზერა წლების მომატება შეუძლიათ. გიყვარდეთ ცხოვრება. მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. presa.ge

კრემის წასმა დილის რვა საათამდე მოასწარით

[presa.ge]

კოსმეტიკური პროცედურების ეფექტურობა შეიძლება 70 პროცენტით შემცირდეს, თუ მას მივმართავთ არახელსაყრელ, შეუფერებელ დროს.დღის კრემებს საღამოს პერიოდში გამოიყენება არ შეიძლება და პირიქით, საღამოს კრემების გამოყენება არ შეიძლება დღისით, რადგან მათში შემავალ ნივთიერებებს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვთ. მთავარია, ქალმა იცოდეს, რა სჭირდება მის კანს დღის სხვადასხვა პერიოდში და ამის მიხედვით შეარჩიოს შესაფერისი კრემი.

დილა-შუადღის კრემები

მიუხედავად იმისა, რომ დილის 5-6 საათზე გძინავთ, თქვენი სახის კანი სწორედ ამ დროს იწყებს გაღვიძებას. ამ დროს ხდება მასში ნივთიერებათა ცვლის აქტიური პროცესები, სწორედ ამ პერიოდში წასმული კრემი იძლევა სასურველ ეფექტს. სრულებითაც არ არის აუცილებელი, თქვენი დღის კრემი ცხიმიანი იყოს, მთავარია, იგი შეიცავდეს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა გლიცერინი, ალოე, ხილის ექსტრაქტები. დილის კრემების მთავარი დანიშნულებაა კანის დაცვა რადიაციისგან, მტვრისაგან, გამონაბოლქვისა და სიგარეტის ბოლისგან. ამიტომაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი დღის კრემი შეიცავს A, C, E ვიტამინებს, რომლებიც კანს ასევე ეფექტურად იცავენ მზისგან.

წესები, რომელთა დაცვაც საჭიროა დღის კრემის წასმის დროს:

დღის კრემი ყოველთვის უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ, სუფთა სახეზე და რაც შეიძლება დილის საათებში, ანუ მაშინვე, როგორც კი გაიღვიძებთ. სასურველია, ეს მოხდეს რვა საათამდე.

შეეცადეთ, რომ კრემის წასმიდან მხოლოდ 20-25 წუთის მერე გაიკეთოთ მაკიაჟი, რადგან ამ დროში კანში უკვე შედის და ხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელიც მას მთელი დღის განმავლობაში იცავს.

თუ დილით დროის უკმარისობას არ განიცდით, მაშინ შეეცადეთ გაიკეთოთ დილის კრემის ე.წ. ნიღაბი ანუ წაისვათ კრემი უფრო სქლად, ხოლო 20 წუთის შემდეგ ზედმეტი კრემი სპეციალური ხელსახოცით მოიშორეთ. ეს პროცედურა განსაკუთრებით საჭიროა იმ ქალბატონებისთვის, ვისაც მშრალი კანი აქვთ.

საღამო-ღამის კრემები
საღამოს 5-6 საათზე კანს უკვე ესაჭიროება დღის სტრესებისგან გათავისუფლება და აღდგენა. ამ დროს ჩატარებული ყველა სახის კოსმეტიკური პროცედურა არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. თუ ამ პერიოდში კოსმეტოლოგთან მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ თავად მოგიწევთ საკუთარ სახის კანზე ზრუნვა. პირველ რიგში, აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი და შემდეგ წაისვით საღამოს მკვებავი კრემი, სასურველია, თუ ყოველივე ამას საღამოს რვა საათამდე მოახერხებთ. როგორც წესი, საღამოს კრემები მკვებავ ნივთიერებებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, ასევე – დამაწყნარებელ კომპონენტებსაც. ასე რომ, საღამოს პერიოდში შეეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.კრეეეემმ კრემმ

როგორ ვიაროთ მაღალ ქუსლებზე

ჰოლივუდის ვარსკვალავებისა და სუპერმოდელების შემხედვარეებს მუდამ უჩნდებათ შეხედულება, რომ მაღალ ქუსლებზე სიარული ძალიან მარტივია. რეალობა კი სრულებით სხვაგვარია. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მაღალ ქუსლებს ნამდვილად შესწევთ ძალა ნებისმიერი ქალბატონი შეუდარებლად წარმოაჩინონ, თუ ამ უკანასკნელმა იცის მაღალ ქუსლებზე სწორად სიარული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს სპეციალური წრეები, სადაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს მაღალ ქუსლებზე სწორად სიარულს ასწავლიან.

„ჯანსაღი“ ნაბიჯები…

როგორც პროფესიონალები იუწყებიან, ის რაც ელეგანტურად გამოიყურება, ჯანსაღი და ჯანმრთელიც გახლავთ. თუ ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს ელეგანტურად და ამასთანავე, თავს კომფორტულად გრძნობდეს, უნდა იაროს სწორად და გაექცეს ყოველგვარ ტრავმებსა და ტერფის დაზიანებებს. პირელ რიგში, ქალბატონმა ნაბიჯის სიგრძე უნდა გააკონტროლოს. ერთი ფეხის ცხვირი ძალიან შორს არ უნდა სცილდებოდეს მეორე ფეხის ქუსლს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიარული ელეგანტური კი არა, საშინელი იქნება. ძალიან გრძელი ნაბიჯების შემთხვევაში შესაძლოა ფეხი გადაგიბრუნდეთ და შედეგი სავალალოც კი აღმოჩნდეს.

რა არის მაღალი ქუსლი…

ქალბატონების ძალიან დიდ ნაწილს გონია, რომ 2-3 სანტიმეტრის სიგრძის მქონე ქუსლიც მაღალია. სინამდვილეში კი მაღალ ქუსლად ათ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის მქონე ქუსლი ითვლება. მიუხედავად ამისა პროფესიონალები ქალბატონებს ურჩევენ არ მიანიჭონ უპირატესობა ათ სანტიმეტრზე დიდი სიგრძის მქონე ქუსლს. 8-10 სანტიმეტრი საშუალებას მოგცემთ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად, უფრო მაღალი ქუსლი კი შესაძლოა პროფესიონალებისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდეს.

სანამ ჩავიცვამთ…

სანამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოირგებთ, აუცილებელია ტერფების მასაჟი. პირვე რიგში ტერფებით ჰაერში რამდენიმეჯერ მოხაზეთ რგოლი, ფეხსაცმლის მორგების შემდეგ, კი დრო და დრო ფეხის თითები აათამაშეთ, არ შეიძლება ფეხსაცმელში ტერფი უმოძრაოდ დატოვოთ, ეს კუნთების დაჭიმულობასა და სერიოზულ ტკივილებს გამოიწვევს.

რა სიხშირით…

პროფესიონალები ქალბატონებს არ ურჩევენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან ხშირად მოირგონ. ყოვლად უარყოფილია მათი ყოველდღიური ტარება. ორთოპედები კი ქალბატონებს ურჩევენ ძალიან დაბალი ქუსლის მქონე ფეხსაცმელზე უარი თქვან, ფეხის კუნთებისა და ვენებისთვის აუცილებელია ფეხსაცმლის ქუსლის სიგრძე 2-4 სანტიმეტრს შეადგენდეს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები…

ქალბატონების ძალიან დიდი ნაწილი მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მრავალი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ატარებს. შედეგად კი მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ექმნებათ. განსაკუთრებულად ფეხის თითები ზარალდებიან. ისინი ფორმასაც კი კარგავენ ხშირ შემთხვევაში. ასევე შესაძლოა გაჩნდეს ტკივილები კოჭის, მუხლისა და წელის არეში. presa.gewooooooooooooowwwwooww so good